არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება

ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. რეალურად, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სოსო თოფურიძის მუქარა სახიფათოა “ნაციონალური მოძრაობისთვის”.

„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ლიდერები ჰყავთ, თუმცა, სინამდვილეში, ეს პარტია ყოველთვის ერთი კაცის პარტია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთი კაცის პარტიაა. ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. რეალურად, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია. სოსო თოფურიძის მუქარა, რომ პოლიტიკური ბადით მიდის „ნაციონალური მოძრაობაში“, ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება, პარტიის ლიდერები გადააქციოს თევზებად, რადგან ეს ბადე შავ ფულსა და კორუფციაზე ლაპარაკობს, მით უმეტეს ისეთი პარტიისთვის, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს და მხილებულია, მათ შორის კორუფციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები