გიორგი ხელაშვილი – პრაღის სამიტზე: პრემიერი ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა და ეს ყველამ ნახა; ეს არის ძალიან კარგი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპისთვის

,,ის, რომ პრემიერი ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა, არის ძალიან კარგი საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპისთვის,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
ხელაშვილის განცხადებით, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრის ჩართულობა მაჩვენებელი იყო იმისა, თუ რა როლს ასრულებს საქართველო ევროპაში.

ხელაშვილის შეფასებით, საქართველოს გარეშე არ მოიაზრება ევროპა, რაც ძალიან კარგია.

,,ის, რომ პრემიერი ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა, არის ძალიან კარგი საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპისთვის. განსაკუთრებით, პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოს გარეშე არ მოიაზრება ევროპა და ეს უკვე ძალიან კარგია. უფრო კონკრეტულად, ის შეხვედრები, ის სემინარები და ის განხილვები, რაშიც წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს პრემიერი, ძალიან კარგი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური წონის,’’ – განაცხადა ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები