„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატან ცვლილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი 84 ხმით დაუჭირა

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატან ცვლილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი 84 ხმით დაუჭირა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, კანონის პროექტის თანახმად, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განისაზღვრება.

„გარდა ამისა ,კანონის პროექტი ითვალისწინებს 2024 წლის 1 მარტამდე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის იმ ნორმის მოქმედების შეჩერებას, რომელიც არქიტექტურული საქმიანობისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სავალდებულო სერტიფიცირებას ითვალისწინებს”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები