ლევან დავითაშვილი – „ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა”

ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და სატრანსპორტო – ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიაციო ინტერნეტკავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და, მეორე მხრივ, საქართველოში, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.

„საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის და რეგიონალური დატა ცენტრების განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი Log-in Georgia,” რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფცია. სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის” პროექტის შემუშავებაზე, სადაც განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სტრატეგიის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე მისი აქტიური განხილვები მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები