ალეკო ელისაშვილი: სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც ქედმაღლობა ახასიათებთ, სხვებს მოუწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან დახურულები

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც ქედმაღლობა ახასიათებთ, სხვებს მოუწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან დახურულები. წარმოადგინეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, არ ვიცით, როგორ, უფრო მეტად რომ გაეხსნათ პროცესი, უკეთესი იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, ელისაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, პარტია „მოქალაქეებს“ ფავორიტი არ ჰყავს.

„ჩვენ წარდგენით არავის წარვადგენთ, მაგრამ ყველას ვსწავლობთ. იაგო ხვიჩიას კანდიდატურაზე ძალიან სერიოზულად ვმსჯელობთ და დანარჩენ კანდიდატურებზეც. ერთადერთი, რაც ამ პროცესში ჩვენთვის მოსაწონი არ იყო, იყო ის, რომ სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც ქედმაღლობა ახასიათებთ და სხვებს მოუწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან დახურულები. თვითონ წარმოადგინეს კანდიდატები, არ ვიცით როგორ და წარმოგვიდგინეს ჩვენ. გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, თვითონ ხომ არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და თვითონ რომ უფრო მეტად გაეხსნათ პროცესი, უკეთესი იქნებოდა. ჩვენც ვყოფილიყავით ჩართული მათ მიერ კანდიდატების შერჩევაში, რადგან საერთო ჯამში, ისინი ხომ არ ირჩევენ? ღილაკს ჩვენ უნდა მივაჭიროთ და ბოდიში, მაგრამ ჩვენ უბრალოდ, მექანიკურად არავის ღილაკის მიმჭერი არ ვართ. ძალიან გულმოდგინედ ავწონით და დავწონით. საყვედურსაც ღიად ვამბობ, არ მომწონს ეს ქედმაღლობა არასამთავრობო ორგანიზაციების. გაეხსნათ პროცესი, რომ მოგვიტანეს ეს არის ჩვენი შერჩეული კანდიდატებიო, ჩვენც ვყოფილიყავით პროცესში ჩართულები. მე დამაკლდა გამჭვირვალობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები