„ზოგიერთ ოპოზიციონერს უბრალოდ, მუშაობა ეზარება“ – ალეკო ელისაშვილი

ზოგიერთ ოპოზიციონერს უბრალოდ, მუშაობა ეზარება, ჩვენ კი არ გვეზარება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ეხება არა მარტო სამუშაო ჯგუფს. როცა თავიდან თქვა „ქართულმა ოცნებამ“, კი ბატონო, ვფიქრობთ, რომ ხარვეზებია სასამართლოში, აბა, გვითხარით, რა ხარვეზებია და როგორ უნდა გამოსწორდესო, ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვიყავით, ვინც ალტერნატიული ხედვა დადო, რა პრობლემებია სასამართლოში და რა უნდა გამოსწორდეს. რომ ჰკითხო, პატარა ოპოზიციურ პარტიას გვეძახიან და ის დიდი პარტიები რითი იყვნენ დაკავებული, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები