პრემიერი – “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, დღეს 80 მილიარდია”

“ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო, დღეს 80 მილიარდია”, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ბოლო ორ წელში ეკონომიკური ზრდა 30 მილიარდი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იყო. 80 მილიარდი არის ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა და ბოლო 2 წლის განმავლობაში 30 მილიარდით გავზარდეთ. ეს არის პასუხი და ფაქტი.
გარდა ამისა, თითქმის 80 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია და კიდევ უფრო მეტი აქტივობაა საჭირო”, – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის არის გამოწვევა, რაც პანდემიას უკავშირდება.

„მეორე ფაქტორი უკრაინაში მიმდინარე ომია, თუმცა, საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, ინფლაციას სწორედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აბალანსებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები