მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი ერთი ერთში ერგება, ასეთი არაერთია ოპოზიციის რიგებში

რაც ადრე კარგი იყო, პირობითად, 3 თვის წინ, ახლა მათთვის მიუღებელია, რადგან ჩიხში არიან. ერთადერთი რამ აწყობთ, ალბათ, თუ კანონში ჩაწერ, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ მათ რიგებში არიან ადამიანები, ვისაც შესაძლოა, ეს კანონი შეეხოს, ამიტომ აღარ აწყობთ მისი მიღება.

„მათი ჩიხური მდგომარეობა მტკიცდება იმით, რომ ჩვენი შეთავაზებაა კოპიო თარგმანი გადმოვიტანოთ მათ მიერ წარსულში მოწონებული უკრაინული კანონისა. რაც ადრე კარგი იყო, პირობითად 3 თვის წინ, ახლა მათთვის მიუღებელია, რადგან ჩიხში არიან. ერთადერთი რამ აწყობთ ალბათ, თუ კანონში ჩაწერ, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, სხვა ვარიანტი არ აწყობთ, იმიტომ წვალობენ. ეს არის ჩიხი მათთვის, რადგან აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი ერთი ერთში ერგება, ასეთი არაერთია მათ რიგებში. ამიტომ გაჩნდა მათთვის სერიოზული პარადოქსი და ამ პარადოქსის გადაჭრის გზებზე გადაწყვეტილება არ აქვთ ჯერჯერობით მიღებული, ამიტომ წვალობენ ახლა ამდენს,” – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები