პარლამენტში დღეს საარჩევნო კანონდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საარჩევნო კანონდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. პროექტის, მიხედვით, რომლის ავტორი “ქართული ოცნებაა” 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც.

მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხმების დათვლაც ელექტრონულად მოხდება, რაც არჩევნების პროცესს გაამარტივებს და შედეგების გამოცხადებაც ნაკლებ დროში გახდება შესაძლებელი.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ის ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. სწორედ დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება პროცესი მეორე მოსმენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები