ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქალაქ სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2022 წლის 2 ოქტომბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მიმდინარე საყოველთაო არჩევნებში, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.