ნდობის ჯგუფის სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია წარადგინეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა დეტალურად ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გამახვილდა. უწყებების წარმომადგენლებმა იმ ნაბიჯებზე და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რასაც ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების და საფრთხეების საპასუხოდ ახორციელებენ. ნდობის ჯგუფი იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას უკავშირდება, შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებს აგრძელებს“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის სხდომას ჯგუფის წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები