თეა წულუკიანი – ლარსზე არსებულ ვითარებაზე: ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებული და სრულ კოორდინაციაშია – პანიკის საფუძველი არ არსებობს

ყველა უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება ჩვენს საზღვრებთან დაკავშირებით, მობილიზებული და სრულ კოორდინაციაშია, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დამატებითი ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ყველა უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება ჩვენს საზღვრებთან დაკავშირებით, მობილიზებული და სრულ კოორდინაციაშია. შესაბამისად, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, გასაგებია, რომ ჩვენი ოპოზიციური ძალები, რბილად ვიტყვი, ამ არცთუ ისე მარტივი მდგომარეობისგან, ცდილობენ, რომ სკანდალი შექმნან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები