ირაკლი ზარქუა: „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ის აკადემიური კაცია

“ერთს ვთხოვდი – „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ის აკადემიური კაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალურ მოძრაობაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ, რაც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი „კლანია“ დაპირისპირებული – მელიას და მერაბიშვილის „კლანები“ და ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც „კლანი, ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას – რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო – მეთქი და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი, მას მოხვდა მეტი, თუ სხვას. მან თქვა, რომ თურმე შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის აბსურდის თეატრი. აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ და ეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ერთმანეთში არკვიონ”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები