ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონპროექტზე და თანმდევ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განმარტებით, კანონპროექტის მიღებით საფინანსო სექტორში შეიქმნება საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელი და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე.

„აღნიშნული გაზრდის ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და გამოიწვევს საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. გაიზრდება საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და ფინანსური ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში”,- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მომხსენებლის თქმით, მიკრო ბანკის ბიზნეს მოდელი გამოიწვევს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების ზრდას. დამატებით, მიკრო ბანკებს ექნება სოციალური მისიაც, რაც უკავშირდება მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კომიტეტმა კანონპროქტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები