ანა წითლიძე: არ დაგიდასტურებთ იმას, რომ “ნაცმოძრაობაში” არის ვინმეს კლანი
“რაც შეეხება კეზერაშვილი აფინანსებს თუ არა (პარტიას) – მე არ ვიცი, რა გვეტყობოდა “ნაციონალურ მოძრაობას” ან რა გვეტყობა ახლა დაფინანსების”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში ვინმეს კლანი არ არსებობს.
“რაც შეეხება კეზერაშვილი აფინანსებს თუ არა (პარტიას) – მე არ ვიცი, რა გვეტყობოდა “ნაციონალურ მოძრაობას,, ან რა გვეტყობა ახლა დაფინანსების, თუ გადახედავთ, როგორ მიმდინარეობდა ჩვენი წინა საარჩევნო კამპანია, ნახავთ, რომ პარტიის წევრები დღესაც კი ვიხდით იმ ვალებს, რომელიც დაგვრჩა საარჩევნოდ. მე არ დაგიდასტურებთ იმას, რომ პარტიაში არის ვინმეს კლანი”, – აცხადებს ანა წითლიძე.