ალექსი პეტრიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და პედაგოგებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სვანეთში, მესტიის რაიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, სოფლებში-ფარსა და ლატალში გამართულ შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის გაჩენილ ეკონომიკურ სარგებელსა და პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა ის პოტენციალი, რომელიც აქვს სვანეთის რეგიონს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარების კუთხით. ალექს პეტრიაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ერის კულტურული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

სახელმწიფო მინისტრმა მესტიაში სტუმრობისას გამგეობის შენობაში ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო კუთხე გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები