ჰოლანდიის პოლიციამ ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ პროპალესტინურ აქციაზე 50 მომიტინგე დააკავა

ჰოლანდიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რომლებიც ებრაელების მასობრივი დარბევის შემდეგ ორგანიზებულ პროპალესტინურ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ჰოლანდიის პოლიციაში განმარტეს, რომ გასულ კვირას ტერიტორიიდან 300-მდე ადამიანი გაიყვანეს, რომლებმაც უგულებელყვეს სამართალდამცველების მოწოდება დემონსტრაციების აკრძალვასთან დაკავშირებით.

დედაქალაქის დამბის მოედანზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი სკანდირებდნენ – “თავისუფალი პალესტინა” და “ამსტერდამი გენოციდს არას ეუბნება”.

ისრაელი გენოციდთან დაკავშირებულ ბრალდებებს პალესტინის მებრძოლი დაჯგუფება “ჰამასის” წინააღმდეგ არ აღიარებს.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროპის ლიგის ფარგლებში ნიდერლანდურ კლუბ „აიაქსსა“ და თელ-ავივის „მაკაბის“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში არეულობა დაიწყო. ადამიანები, რომლებიც პალესტინურ ლოზუნგებს ყვიროდნენ „მაკაბის“ საგულშემატკივროდ ჩასულ ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები