ჯოზეფ ბორელი უკრაინაში იმ ადგილს ეწვია, სადაც რუს ოკუპანტებს სოფელ იაგოდნოეში, სარდაფში 370 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა, – ამის შესახებ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად იუწყება.

უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც რუს ოკუპანტებს პატარა სარდაფში 370-მდე ადამიანი ერთ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დატყვევებული.

“მათი განსაცდელი ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში გვაბრუნებს. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ როგორ გამოიყურება რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება ჩვეულებრივი უკრაინელებისთვის“, – აცხადებს ბორელი.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმებით დასრულდება ომი უკრაინაში, რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე.

“თუ მშვიდობა უნდა, იყოს მშვიდობა და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, ის უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ამბობს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და რომ ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ის რაც შეიძლება მალე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ“, – აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ეს ბორელის მეხუთე ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები