ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა.

„სიამაყით ვაცხადებ, რომ კონგრესმენი მაიკ უოლცი დაინიშნება ჩემს კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

არჩეულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ უოლცი იქნება „მშვიდობისკენ სწრაფვის მტკიცე მხარდამჭერი ძალის მეშვეობით“.

ცნობისთვის, მაიკ უოლცი აშშ-ის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკია. ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები