გიორგი ცუცქირიძე: ქართული ოპოზიცია სულ უფრო ემსგავსება ნეოლიბერალიზმის, როგორც უკიდურესად მემარცხენე საერთაშორისო სინდიკატის ერთ-ერთ ბოლო ბასტიონს – „ანტიფას“
რაც დრო გადის, ქართული ოპოზიცია სულ უფრო ემსგავსება ნეოლიბერალიზმის, როგორც უკიდურესად მემარცხენე საერთაშორისო სინდიკატის ერთ-ერთ ბოლო ბასტიონს, „ანტიფას“, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ორიენტირება გარე მოხმარების და ნაკლებად შიდა მოხმარების პრიორიტეტებზე.
„რაც დრო გადის, ქართული ოპოზიცია სულ უფრო ემსგავსება ნეოლიბერალიზმის, როგორც უკიდურესად მემარცხენე საერთაშორისო სინდიკატის ერთ-ერთ ბოლო ბასტიონს, „ანტიფას“. მოგეხსენებათ ანტიფა (ANTIFA) არის უკიდურესად რადიკალური და მემარცხენე იდეოლოგიის მქონე, „ანტიფაშისტური“ მოძრაობა, როგორც თავის თავს უწოდებენ, და თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევას, სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით ახორციელებენ, მათ შორის, საკუთრების დაზიანებით, სხვათა უფლებების შევიწროებით, ქუჩების გადაკეტვით თუ ფიზიკური ძალადობით.
გასულ წლებში ანტიფა, რომელიც რეალურად არის ნეოტროცკისტული მოძრაობა თავის იდეურ მტრად სახავს არა მხოლოდ კაპიტალიზმს და მემარჯვენეებს, არამედ მათ არსენალშია მუქარა და თავდასხმა ჟურნალისტებზე და პოლიციელებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია იყო დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე წინა პრეზიდენტობისას და ახლაც.
ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ორიენტირება გარე მოხმარების და ნაკლებად შიდა მოხმარების პრიორიტეტებზე.
ამის მკაფიო მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის გახმოვანებული სლოგანი რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე, რასაც განსაკუთრებით „ლელო“ და მისი კოალიცია მოითხოვდნენ და რაც მთლიანად გარე მოხმარებაზე უყო აგებული. ამ დროს არც ბალტიის ქვეყნებს და არც მოლდოვას უარი არ უთქვამთ რუსულ ბაზარზე და თქვენ წარმოიდგინეთ ექსპორტი გაზარდეს კიდეც. ეს გარდა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სულ მინიმუმ 14 მილიარდი ლარით აზარალებდა და ზრდის ნაცვლად რეცესიაში შეიყვანდა, სწორედ იმ ამომრჩეველს დაარტყამდა ვისი იმედიც წესით უნდა ჰქონოდათ. ამის შედეგი იყო არჩევნების პირწმინდად წაგება რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთსა და შიდა ქართლში, რომლის მაცხოვრებელთა ძირითად შემოსავალსაც აგროპროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაცია წარმოადგენს.
ოპოზიციის მხარდასაჭერად ევროპარლამენტარების ვიზიტი და მანამდე გერმანიის საელჩოს განცხადება „მშვიდობიან რევოლუციაზე“ სხვა არაფერია თუ არა ნეოლიბერალიზმის გამოვლინება, როგორც საერთაშორისო ინტერნაციონალისა მოახდინოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქუჩით შეცვალოს ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება.
ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შედის და არასამთავრობოების ნაწილთან ერთად, აპროტესტებს არჩევნების გაყალბების შედეგებს, რომელსაც ვერ ამტკიცებს და მიმართვას პროტესტის რადიკალურ ფორმებს, თუნდაც ქუჩების გადაკეტვით ტრანსფორმირდება ანტიფას ტიპის სექტანტურ მოძრაობად, რასაც საერთო არც დემოკრატიასთან და არც თავისუფლებასთან არა აქვს.
ლიბერალიზმის სახეშეცვლილი და უკიდურესად მარცხნივ გადახრილი დოქტრინა სრულდება ამერიკაში, ჩვენ ამ ტენდენციის გამოძახილს ვნახავთ მალე ევროპაში და პირველ რიგში გერმანიაში, რომლის ჯერ კიდევ მმართველი პოლიტელიტა ასე, რომ გვამუნათებს „დემოკრატიიდან გადახრაში“ და მშვიდობიან რევოლუციებს გვიანონსებს.
ისე ცნობისათვის აშშ-ში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, ძირითადად ტრანსგენდერების და ლგბტ თემის, რომლებიც კანადაში და სხვა ქვეყნებში აპირებენ წასვლას ტრამპის მოსვლით „თავისუფლების მოსალოდნელი შეზღუდვების გამო“, ოპოზიციასაც ვურჩევ თუ მართლა პრინციპულები არიან და ასე თვლიან, რომ მართლა გავიღვიძეთ რუსეთში თუ ჩელიაბინსკში, მათ მაგალითს დროზე მიბაძონ, სანამ საემიგრაციო კვოტები არ შემოუღიათ!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.