თურქეთში, 17 წლის მოზარდმა დედა მოკლა და ოჯახის 4 წევრი დაჭრა

თურქეთში, ფათიჰის რაიონში 17 წლის მოზარდმა დედა მოკლა და ოჯახის 4 წევრი დაჭრა.

მედიის ცნობით, არასრულწლოვანმა გოგონამ სამზარეულოს დანით მძინარე დედა მოკლა, შემდეგ კი, იმავე იარაღით, ოჯახის სხვა წევრებს თავს დაესხა.

თავდასხმის შედეგად ბრალდებული გოგოს მამა, ბიძა, მამიდა და ბაბუა მძიმედ დაშავდნენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამედიცინო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულებს შემთხვევის ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებული 17 წლის მოზარდი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, პოლიციამ დააკავა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები