მარკ რუტე: ნატომ მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს უკრაინას კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად
ნატომ მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს უკრაინას კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატოს მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერის გაწევისთვის.
„დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობას მაშინ, როდესაც უკრაინელები ემზადებიან 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთრისთვის. ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი ვალდებულება, დავრჩეთ ამ კურსზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ უკრაინის ბრძოლაში დარჩენა. ჩვენ უნდა გავზარდოთ საფასური პუტინისა და მისი ავტორიტარული მეგობრებისთვის უკრაინის მხარდაჭერით, რომელიც მას სჭირდება კონფლიქტის ტრაექტორიის შესაცვლელად“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.