ჩეხეთის პრეზიდენტი: აშშ-ის არჩევნებმა აჩვენა დამკვიდრებული დემოკრატიის დაუცველობა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩევნებმა, რომელშიც „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, აჩვენა, თუ რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს დემოკრატია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ის დიდი ხანია ჩამოყალიბდა. ამის შესახებ მან ქალაქ ზნოჟმოში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პაველის თქმით, ეს გამოწვეულია ხალხის ნაკლები ინტერესითა და ნაკლები ინფორმირებულობით და, შესაბამისად, მანიპულირების ან დაშინების უფრო დიდი ტენდენციით.

„არჩევნები იყო დემოკრატიული, მოქალაქეებმა გააკეთეს არჩევანი და ჩვენთვის ეს არ ნიშნავს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შესუსტებას“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები