ეკა სეფაშვილი: ნუ შემოვა ოპოზიცია პარლამენტში – რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან

„თუ არ უნდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, რად უნდა ამას ფიცი და მტკიცე – არ შევლენ და ამას ისედაც დავინახავთ“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც აღარ უნდა გაუცრუოს იმედი და პარლამენტში შეუსვლელობით დაამტკიცოს, რომ სიტყვის პატრონია.

„დაწერონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადება, [რომ არ სურთ პარლამენტში შემოსვლა], ისევე, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს, ([თუმცა, მერე მაინც დაარღვიეს]) და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, დავუტოვოთ უფლებამოსილება  და მანდატი თუ – შევუწყვიტოთ.

2020 წელსაც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი მოვლენები ვიხილეთ, თუმცა, მაშინ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეძლეს, რადგან ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და ამაში მათმა უცხოელმა დამკვეთებმაც აუბეს მხარი, კონკრეტულად კი, მაშინდელმა აშშ-ის ელჩმა საქართველოში. მაშინაც ამბობდნენ ოპოზიციონერები, რომ ვინც პარლამენტში შევიდოდა, პუფი იქნებოდა, მაგრამ მერე ყველა პუფი ვიხილეთ საკანონმდებლო ორგანოში.

კი ბატონო, დააფიქსირონ ოპოზიციის წევრებმა თავიანთი სურვილი და ნუ შემოვლენ პარლამენტში – რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან, რადგან უკვე ძალიან ბევრჯერ მოატყუეს თავიანთივე ამომრჩევლები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები