ფრენის დროს, Lufthansa-ს რეისზე ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა

ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ რეისი, რომელიც ბუენოს-აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერ ტურბულენტობაში მოჰყვა.

მედიის ცნობით, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა.

„სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა დაზიანებები მიიღო“, – განაცხადა ავიაკომპანიის სპიკერმა.

ავიაკომპანიის ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ დაეშვა.

ბორტზე ჯამში 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები