ანალენა ბერბოკი: უკრაინას და ევროპას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა და არა მხოლოდ ზავი

უკრაინას და ევროპას სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა და არა მხოლოდ ზავი, ამიტომ ევროპელმა პარტნიორებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ საკუთარ თავდაცვასა და უკრაინის დაცვაში, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა აშშ-ის არჩევნები, მნიშვნელოვანია, რომ გერმანია და ევროპა უკრაინის მხარეს დარჩნენ. გერმანია უკრაინის გვერდით დგას აშშ-ის არჩევნების შედეგების მიუხედავად… კონტინენტზე მშვიდობა მხოლოდ უკრაინასთან დგომით შეიძლება იყოს“, – დასძინა ბერბოკმა.

როგორც მან აღნიშნა, პუტინს უიმედოდ სურს აჩვენოს, რომ უკრაინას არ აქვს მხარდაჭერა, და რომ თავისუფლების მხარდაჭერა არ არსებობს, მაგრამ ეს ასე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები