ბაქოში, კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გამო ერთობლივ ფოტოზე უარი თქვა
ბაქოში, კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამიტის მონაწილეებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს იქ ყოფნის გამო უარი თქვა,- ამის შესახებ “ekhokavkaza” წერს.
“ეს იყო პრეზიდენტის გააზრებული გადაწყვეტილება, “ოჯახური ფოტო” (Family Photo – ერთობლივი სამახსოვრო ფოტო) ოჯახური ფოტოა, პრეზიდენტს არ სურდა ლუკაშენკოსთან საერთო ფოტო ჰქონოდა,”- -განაცხადა პოლონეთის ლიდერის დელეგაციის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ოჯახურ ფოტოზე ლუკაშენკოს გვერდით არიან უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენცია 11 ნოემბერს ბაქოში გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამიტს 200 ქვეყნიდან თითქმის 67 ათასი ადამიანი ესწრება. სამიტში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებმა.