პროკურორი – არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საბა ბუაძის გამოკითხვაზე: გამოთქვა მისეული შეფასებები და ვარაუდები – რაიმე მტკიცებულება არ დაუსახელებია

გამოთქვა მისეული შეფასებები და ვარაუდები არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ, – ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ საგამოძიებო უწყებაში პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბუაძეს არჩევნების გაყალბების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ დაუსახელებია.

„გამოთქვა მისეული შეფასებები და ვარაუდები არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ, თუმცა რაიმე მტკიცებულება მას არ დაუსახელებია. მხოლოდ მიგვითითა საარჩევნო სიებში ორი გარდაცვლილი პირის შესახებ. ცხადია, აღნიშნულია ინფორმაციები გადამოწმდება“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები