მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ახალი გაფრთხილება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ვალენსიაში, კატალონიასა და ანდალუსიის ზოგიერთ რაიონში მეოთხე დონის გაფრთხილება გამოიცა.
„ჩვენ ყველას ჯერ კიდევ გვაქვს გონებაში ვალენსიის სურათები“, – განაცხადა ქალაქ ბალანეგრას მერმა, ნურია როდრიგესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.