Reuters: ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს

FILE PHOTO: U.S. Secretary of State Antony Blinken looks on during a news conference at the NATO foreign ministers' meeting in Bucharest, Romania, November 30, 2022. REUTERS/Stoyan Nenov/File Photo

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები გაიმართება იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერა შეაჩეროს.

როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებას დონალდ ტრამპი გადაიბარებს,  აშშ-ის მთავრობა ეცდება, უკრაინას უკვე გათვალისწინებული დახმარება 20 იანვრამდე გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ეს ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები