როგორი ამინდები იქნება აგვისტოში – გრძელვადიანი პროგნოზი
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება. „უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა კვლავ შენარჩუნდება სიცხეები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 30-32 გრადუსი იქნება. სამი დღის განმავლობაში შესაძლებელია ზოგგან იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე მთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვაც. ცხელი ამინდები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გასტანს, დროგამოშვებით წვიმით“, – აღნიშნა გვაზავამ.