მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ

“ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან.

„ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ. ეს ტრადიცია მოსდევს „ნაციონალურ მოძრაობას“ – წაგებული ომის გამარჯვებულად გამოცხადება და ასე შემდეგ.

ჩაიხედონ კანონმდებლობაში და გაიგებენ, არ უნდა ეს პოპულისტური და პიარ სვლებით ვიღაცების გულის მოგება. ეს ვიღაცები რეალურად მათი ამომრჩეველია, მათი ელექტორატია, რომელმაც საკუთარი ნდობა გადასცა ამ რადიკალურ ოპოზიციას. ახლა რამდენად მისაცემი იყო მათთვის ნდობის ეს ხარისხი ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს იმ დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც. ამ ხმის მიცემაში რა იგულისხმება, რომ ისინი უნდა შებრძანდნენ პარლამენტში და შეასრულონ იმ ოპოზიციონერის პოლიტიკური ვალდებულებები, რომელიც რეალურად არსებობს საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, მაგრამ მათ ეს არ სურთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები