“კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის სიყალბე და უვიცობა; თინა ბოკუჩავას განცხადებით, სიების ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რის შემდეგაც ცესკოს არ აქვს უფლება, მათი საბუთები პარლამენტს გადაუგზავნოს” – ჩიხელიძე

“კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის სიყალბე და უვიცობა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სიების ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რის შემდეგაც ცესკოს არ აქვს უფლება, მათი საბუთები პარლამენტს გადაუგზავნოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

“ალბათ, ქართველი ხალხის მოტყუება და გაბითურება ტოპ ტვინების იდეა იყო, რომლებიც ოპოზიციას მრავლად ჰყავს, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს პატივს არ ცემს და აბუჩად იგდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს ტყუილს არ იტყოდნენ.

ბოკუჩავა ამით არ შემოიფარგლა და აღნიშნა, “არჩევნების დღესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას.” 8 საათზე გამარჯვეს რა გაზეიმებდათ, თუ ცხადი იყო, რომ არჩევნები ამომრჩევლის ნებას არ ასახავდა? პატივი ეცით საკუთარ ამომრჩევლებს, გონიერებას მოუხმეთ და ტყუილებს შეეშვით”, – წერს ჩიხელიძე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები