ფოთში 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დახმარებით, შვიდი ხუთსართულიანი ახალი კორპუსი ააშენა. ახლად აშენებულ ბინებში დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს. სახლები უზრუნველყოფილია საინჟინრო კომუნიკაციებით. ბინებში გაყვანილია გაზი, წყალი, ელექტროენერგია, გამართულია საკანალიზაციო სისტემა. ყველა ოჯახში დამონტაჟდება: გამათბობელი სისტემა, ე.წ. “კარმა“, გაზქურა და წყლის გამათბობელი ავზი. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეობა იყო.
ბინების გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი.