7 სექტემბერი ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა
ეროვნული არქივი ეხმიანება ამბროსი ხელაიას დაბადების დღეს და ფოტოს აქვეყნებს.
1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ამბროსი ხელაია – სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში.
პატრიარქმა 1922 წელს გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გააგზავნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის მდგომარეობის შესახებ: მოითხოვდა ჩვენი ქვეყნიდან უცხო ჯარების გაყვანას და ქართველი ხალხისთვის თვითგამორკვევის საშუალების მიცემას. ამის გამო დააპატიმრეს და ორ წელზე მეტი მეტეხის ციხეში გაატარა.
1995 წელს საქართველოს ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა, ხოლო 2013 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.