აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა მაია ჭოჭუა-ვეფხვაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მაია ჭოჭუა-ვეფხვაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
მხატვრის რიგით მეოთხე პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ნამუშევარი, ნატურმორტები, პეიზაჟები, პორტრეტები.
გამოფენა 2 სექტემბერს გაიხსნა და 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.