“დღეს გაიმართა დებატები, სადაც იყო ისეთ არარსებულ რეალობაზე საუბარი, რომელსაც რომ უყურებს ქართველი მაყურებელი, ალბათ ფიქრობს – უნდა თუ არა ისეთ უსამართლო რეალობაში, რომელსაც ახლა ევრობიუროკრატები ქმნიან” – წილოსანი
“იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გარეშე მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი. როგორც ჩანს, არანაირ გაფართოებას არ აპირებენ. რისთვის გვსჯიან, ალბათ, ყველასთვის ნათელია“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განუცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, დღეს გაიმართა დებატები, სადაც იყო “ისეთ არარსებულ რეალობაზე საუბარი, რომელსაც რომ უყურებს ქართველი მაყურებელი, ალბათ ფიქრობს – უნდა თუ არა ისეთ უსამართლო რეალობაში, რომელსაც ახლა ევრობიუროკრატები ქმნიან”.
“ეს არის წარმოუდგენელი ანტისტანდარტის დაწესება, როდესაც შეგიძლია ქვეყანაზე ისაუბრო სრულიად არარსებული რეალობა, ტყუილები და ამ ყველაფრის ფონზე დიდი რიტორიკით გამოხვიდე და მიიღო რეზოლუცია. ამ რეზოლუციების ძირითადი ინიციატორები, ცვლილებების შემტანები არიან ძირითადად უკრაინის დელეგაცია და არა მხოლოდ, ბალტიისპირა ქვეყნების წარმომადგენლები, იმ ქვეყნების და ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული საქართველოს ომის დღის წესრიგში ჩართულობით“, – აღნიშნა წილოსანმა.