რა მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს – საქართველო-რუსეთის ომიდან 6 წელი გავიდა

   რუსეთ-საქართველოს შორის ომი 2008 წელს 8 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტიდან დღეს ექვსი წელი გავიდა. რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, 8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მომდევნო დღეს, პარალელურად რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ომი 5 დღეს გაგრძელდა და ქართულ ჯარებს ცხინვალის რეგიონის დატოვება მოუწიათ. 10602643_917318631629487_1142769307_n
ორ ქვეყანას შორის ომის ოფიციალურად დაწყების გამოცხადებამდე 1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. 4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს იქნა დისლოცირებული. სროლები მომდევნო რამდენიმე დღეს გრძელდებოდა.
6 აგვისტოს, საქართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 7 აგვისტოსთვის ათი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. დღის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისტებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია. ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა – ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა.10603013_917318641629486_992673537_n
7 აგვისტოს საღამოს 11:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. 11:45 საათზე OSCE-ს მონიტორების განცხადებით, ჭურვები ცხინვალზე 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა. ქართველები 27 ნაღმსატყორცნსა და 152 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ. 8 აგვისტოს დილას, 09:30 საათზე რუსეთი პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად. ევროკავშირის თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლაი სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს.
12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები დაუყოვნებლივ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ)10602602_917318638296153_1224971923_n აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და აღიარება უკან წაიღეს. 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე , 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები