ხულოში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების თეიმურაზ ბერიძის, ასლან შაინიძის, ომარ ასლანიძის, მერაბ ჭელიძის და ნადიმ ართმელაძის ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა საფლავები და მემორიალები ვარდებით შეამკეს, მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები