“მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ბოიკოტის გამო ოპოზიცია მანდატების გარეშე დარჩა, არამედ მთავარი სათქმელია, რომ მათ, დემოკრატიის წინააღმდეგ „შეტევით“, საქართველოს წინააღმდეგ განახორციელეს შეტევა” – ქადაგიშვილი

“ბოიკოტი შეცდომა კი არა, კატასტროფა იყო და ეს ფაქტია”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, ის “ლელოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან აღნიშნა – „გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს”.

„მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საპარლამენტო ბოიკოტის გამო ოპოზიცია მანდატების გარეშე დარჩა და პარლამენტში არ შემოვიდა, არამედ მთავარი სათქმელია, რომ მათ დემოკრატიის წინააღმდეგ „შეტევით“, საქართველოს წინააღმდეგ განახორციელეს შეტევა. საპარლამენტო არჩევნების „არაღიარება“ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო. ამიტომ, ევროპასა და ევროპულ გზაზე ბევრს რომ ლაპარაკობენ, სწორედ ეს პოლიტიკოსები ევროპულ გზას პირდაპირ საქმით, ამ ნაბიჯებით ტორპედირებდნენ და ანადგურებდნენ. პასუხისმგებლობა მათზეა.

რა თქმა უნდა, ახლა ამ პასუხისმგებლობის აღიარება ბევრს უჭირს; უჭირს ორი მიზეზის გამო – სწორედ დემოკრატიის უგულებელყოფამ მისცა ევროპას და ევროჩინოვნიკებს სპეკულაციის საშუალება. ასევე, ვისგანაც ეს დავალება მიიღეს, მას სხვა დავალება ჯერ არ მიუცია. ამიტომ, ჯერ ძველი ინსტრუქციის ერთგულები არიან. აქ არც ინგლისურის ცოდნაშია საქმე და არც არაფერში. არავის უნდა თავისი კატასტროფული შეცდომის აღიარება. პრობლემა არც ინგლისურია, არც ფრანგული და არც ქართული. ეს ის კატასტროფაა, რაც მათ არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოს მიმართ ჩაიდინეს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები