ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო არხები გაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, კართუბნის სამელიორაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოს ტერიტორიაზე მდებარე კოლექტორის 1000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან გაიწმინდა. არხში დაგროვებული ნატანი მასა წყლის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა, რის გამოც უხვი ნალექის პერიოდში არხი სრულად ივსებოდა და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის დატბორვის საფრთხეს ქმნიდა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა, შემცირდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვის რისკი და შეიქმნება უკეთესი პირობები აგროსექტორის განვითარებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები