“მელია-სააკაშვილის განცხადებები აჩვენებს, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, მართალი ვიყავით – ისინი არიან ერთმანეთის მოღალატეები, ერთმანეთს პიროვნულად ვერ იტანენ” – ნიკოლოზ სამხარაძე

“მელია-სააკაშვილის განცხადებები აჩვენებს, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, მართალი ვიყავით – ისინი არიან ერთმანეთის მოღალატეები, ერთმანეთს პიროვნულად ვერ იტანენ და არც ერთმანეთის პატივისცემა აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„არათუ ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ, არამედ ამ ადამიანების ოპოზიციაში ყოფნაც ქართული პოლიტიკისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის არ არის კარგი, რადგან ვხედავთ, რამდენად დიდია ის მორალური უფსკრული, რაც ამ ადამიანებს აქვთ. როცა გავლენებისთვის იბრძვი, არანაირ მორალურ ფასეულობებს არ იღებ მხედველობაში და ყველაფერზე წამსვლელი ხარ, რომ მორალური დივიდენდი მოიპოვო, ეს მიუღებელია“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები