გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ, რადგან რადიკალებმა ამოწურეს თავიანთი რესურსი, თავი მოაბეზრეს ჩვენს საზოგადოებას

“ოპოზიციას ვერ დავარქმევთ, რადგან რადიკალებმა ამოწურეს თავიანთი რესურსი, თავი მოაბეზრეს ჩვენს საზოგადოებას,”- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

„ამას ოპოზიციას ვერ დავარქმევთ, რადგან რადიკალებმა ამოწურეს თავიანთი რესურსი, თავი მოაბეზრეს ჩვენს საზოგადოებას, ხალხს. ვნახეთ აქციაზე ის გარკვეული ნარჩენები, ვინც შემოიკრიბეს იმისთვის, რომ თავიანთი პატრონებისთვის ანგარიშები ჩაებარებინათ და რომ ხელფასების ჩარიცხვა არ დაუგვიანდეთ. სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და მოვლენები ჩვეულ კალაპოტში ჩადგეს“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები