ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსი ფიცხელაურს შეხვდნენ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსი ფიცხელაურს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა გააცნეს. მათი განმარტებით, პროგრამა მუდმივად განახლების პროცესშია და ორიენტირებულია მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული ახალი სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.