ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში სწრაფი პროგრესი გამოაცხადა
“კონფლიქტის მოგვარების შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების სიტუაცია სწრაფად ვითარდება“,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მხარეები აქტიურ კონტაქტობენ და განიხილავენ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებს, რაც რეგიონში დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.
აშშ-ს ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის განვითარებაზე უარის თქმას დათანხმდა.
მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოფიციალური ვაშინგტონი და თეირანი მოლაპარაკებების შინაარსზე საჯარო კომენტარს შეზღუდულად აკეთებენ. პროცესის ფარგლებში განიხილება როგორც ბირთვულ პროგრამასთან, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.