აჭარის პროკურატურამ ურეკში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აჭარის  პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“აჭარის  პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

06 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ” Hyundai Elantra”-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტე  გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები