ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 11 %- ით გაიზარდა. 2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 93,919 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივლისი 84,728 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივლისში, აეროპორტში რეისები 24%-ით გაიზარდა და 330 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივლისი – 267 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით განაახლა, ასევე არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა.