5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე ზუგდიდში ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) ა(ა)იპ „საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიების (იგივე ჩემპიონატის) ეტაპის ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთსკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები