“სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოძრაობა “სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქმე ეხება 2022 წლის 17 მაისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მოსამსახურეებისათვის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა ხუთჯერ გაიმართა, რა დროსაც მოსამართლემ მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მიიღო გადაწყვეტილება გიორგი მჟავანაძის სამართალდარღვევად ცნობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები