დავით ქართველიშვილი: სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი
,,მეც მინდა, ამ “ცილისმწამებელთა, მატყუარების და ჭორიკნების” საპატიო რიგებში ჩავდგე – სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი. მე მას პიროვნულად არ ვეხები, როგორც შვილს, მეუღლეს ან მამას”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ქართველიშვილი პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის,, ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებას.
როგორც ქართველიშვილი წერს, ჩიხლაძე პოლიტიკურად ოლიგოფრენია.
,,კელი დეგნანმა – საქართველოს ომში არავინ ითრევდაო, ანუ – ივანიშვილი არისო ჭორიკანა, თანაც ცნობილიო…
სააკაშვილმა – მე ბრალი არაფერში მიმიძღვის, ანუ – ოცნება არის ცრუ-დამბრალებელი, ისიც ცნობილი…
მეგისამ – მე განთქმული მისიონერი და ჰუმანოლოგი ვიყავიო – ხელისუფლება ცილისმწამებელი არისო, საკმაოდ ცნობილი…
მეც მინდა ამ “ცილისმწამებელთა, მატყუარების და ჭორიკნების” საპატიო რიგებში ჩავდგე – სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი. მე მას პიროვნულად არ ვეხები, როგორც შვილს, მეუღლეს ან მამას. მაგრამ პოლიტიკურად – არის ოლიგოფრენი. საქართველოში დე-ოლიგოფრენიზაციის პროცესის დაწყებას – “სერგოჩიხლაძეთი” (ერთად იწერება) დაწყებას მოვითხოვ!!!’’, – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.